понедельник, 24 октября 2011 г.

პროექტი

პროექტის იდეა :   «რუსული მატრიოშკა» ( «Русская  матрёшка»)
მნიშვნელობა/აქტუალობა:  მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ ტრადიციებსა და კულტურის ნიმუშებს, ისწავლიან სხვა ქვეყნის კულტურული ღირებულებების და წეს–ჩვევების პატივის ცემას.
მიზნები:    მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ ტრადიციულ ხალხურ ხელობას, ინტერნეტის საშუალებით დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას რუსული მატრიოშკის შექმნის ისტორიის, მისი დამზადების ტექნოლოგიის და სახეობების შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების, ჯგუფური მუშაობის, ინტერნეტ–რესურსებთან მუშაობის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 14 – 15წ.  VIII – IX კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
საგანი და პროცედურები:   შეფასება მოხდება რუბრიკების მიხედვით.  იხ.თანდართული შეფასების რუბრიკა.
წინასწარი ცოდნა:     ლიტერატურული წყაროებისა და ინტერნეტ–რესურსების ან სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენება, MS Offise ძირითადი პროგრამების ფლობა, ჯგუფში მუშაობის ცოდნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაარკვევენ  როდის და სად გაჩნდა პირველი მატრიოშკა.ნახავენ, როგორ ხდება მატრიოშკის დამზადება. გამოიკვლევენ, რომელ ტრადიციებთან არის იგი დაკავშირებული. გაეცნობიან, როგორ აისახა მატრიოშკა რუსულ ლიტერატურაში და ხელოვნებაში. შექმნიან სასკოლო კედლის გაზეთს, მოამზადებენ პრეზენტაციას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:   ლიტერატურა რუსული ხელობის შესახებ, საძიებო პროგრამა www.google.com,  MS Power Point, დიდი ფორმატი, ფერადი ფანქრები და მარკერები.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა. ყოველი ჯგუფისათვის დავალების შერჩევა. ინტერნეტში მასალის მოძიება, კედლის გაზეთის დამზადება/ გამოშვება, პრეზენტაციის მომზადება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია ცუცქირიძე 
 ჭიათურის  მე–4 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiacucqiridze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий